10:52 | 2021-10-22 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ციხის ადმინისტრაციამ მოიყვანა რეანიმობილი, თუ რაღაც მოხდა, მზად არიან პირველადი დახმარება გაუწიონ – სააკაშვილის პირადი ექიმი

ციხის ადმინისტრაციამ მოიყვანა რეანიმობილი, თუ რაღაც მოხდა, მზად არიან პირველადი დახმარება გაუწიონ – სააკაშვილის პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ რეანიმობილი მოიყვანა და მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დახმარებას აღმოუჩენენ.

 

„ნინო ლომჯარია იყო, ვილაპარაკეთ რამდენიმე საათი მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ. ჰოსპიტალიზაციაზე არის თანახმა, მაგრამ პრობლემაა, სად, როგორ და როდის. ალბათ უკვე ხვალ შეიძლება ვიფიქროთ მის ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ სად, ეს ისევ კითხვაა.

 

აქ არის მთელი რიგი პრობლემები, გადაყვანაზე, პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება. ციხის ადმინისტრაციამ მოიყვანა რეანიმობილი, თუ რაღაც მოხდა, მზად არიან პირველადი დახმარება გაუწიონ, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X