22:52 | 2021-09-17 ავტორი: Prime Time

„ციხის კადრები რომ გავრცელდა, სააკაშვილის პასუხისმგებლობა იყო?“ – კახა ქემოკლიძე თინა ბოკუჩავას

„ციხის კადრები რომ გავრცელდა, სააკაშვილის პასუხისმგებლობა იყო?“ – კახა ქემოკლიძე თინა ბოკუჩავას

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა.

დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, ძალიან საეჭვოდ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესები, მათ შორის გახარიას და ყველას, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს - პრემიერი ჩანაწერებზე
2021-09-17დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, ძალიან საეჭვოდ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესები, მათ შორის გახარიას და ყველას, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს - პრემიერი ჩანაწერებზე

 

„ბატონი გახარიას პასუხისმგებლობა იყო თუ არა სუსში რაც ხდებოდა, პასუხი არის არა. პრემიერის პირდაპირი პასუხისმგებლობა არ იყო. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. 2012 წელს ციხის კადრები რომ გავრცელდა, პრეზიდენტის პასუხისმგებლობა იყო?“, – მიმართა ქემოკლიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნებში დამარცხდა. დღეს ბატონი გახარია გვეუბნება, „მე არაფერ შუაში ვარ“, – მიმართა ბოკუჩავამ კახა ქემოკლიძეს.

 

კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ არაფერი იცოდა.

 

„რა თქმა უნდა, არ იცოდა. გიდასტურებთ, რომ არ იცოდა“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X