20:28 | 2021-10-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ციხით ისინი შეაშინონ, ვინც აქამდე შეუშინებიათ – ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის დაკავებას ეხმიანება

ციხით ისინი შეაშინონ, ვინც აქამდე შეუშინებიათ – ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის დაკავებას ეხმიანება

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

 

„მეგობრებო, დამშვიდდით…

 

მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში სახალხო დამცველი მოინახულებს
2021-10-01მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში სახალხო დამცველი მოინახულებს

დაბნეული, ჩამოშლილი რეჟიმი მეოთხე დღეა ეძებს მიხეილ სააკაშვილს და დღეს სრულიად არაადეკვატური განცხადებებით მთელი დღე უარყოფდნენ მიშას საქართველოში ყოფნას. იმდენად ვერ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ საერთოდ ტრუსკავეცში ეძებდნენ და მთლად თბილისში დაიჭირეს …

 

მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. ამისთვისაც მზად იყო . აირჩია ეს რისკინი გზა და ახლა მისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა.

 

ჯერი ჩვენზეა. ხვალ ვამარცხებთ რეჟიმს და თავისუფლებას მოვუტანთ ქვეყანასაც და მიშასაც. ციხით ისინი შეაშინონ ,ვინც აქამდე შეუშინებიათ.

 

ესეც მალე ჩაივლის.ხვალ ყველანი რეფერენდუმზე“, – წერს ეკა ხერხეულიძე.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X