15:05 | 2020-12-30 ავტორი: ამუკა ქორიძე

ციმბირში გამყინვარების პერიოდის ბეწვიანი მარტორქის სხეული აღმოაჩინეს

ციმბირში გამყინვარების პერიოდის ბეწვიანი მარტორქის სხეული აღმოაჩინეს

ციმბირში, მარტორქისებრთა ოჯახის გადაშენებული კენტჩლიქოსანი ძუძუმწოვრის – ბეწვიანი მარტორქის სხეული აღმოაჩინეს. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

 

მეცნიერების თქმით, მოყავისფრო შეფერილობის გადაშენებული ცხოველი 20 000-დან 50 000-მდე წლის წინ  ცხოვრობდა. აფრიკის ნაცრისფერი მარტორქებისგან თვალსაჩინოდ გამოარჩევს და განასხვავებს მისი ღია ფერის ჰაბიტუსი. მკვლევარებმა სხეული, თავისი კბილებითა და რქით იმ ადგილთან ახლოს აღმოაჩინეს, სადაც 2014 წელს, მსოფლიოში ერთადერთი პატარა ბეწვიანი მარტორქა – საშა იპოვეს. საშა დაახლოებით, 7 თვის ასაკში, 34 000 წლის წინ დაიღუპა.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა ბოლოს აღმოჩენილი ბეწვიანი მარტორქის მიერ უკანასკნელად ნაჭამი საჭმლის ნარჩენებიც კი იპოვეს. რაც შეეხება მის სქესს, იგი ჯერჯერობით უცნობია.

 

პრელიმინარული გამოკვლევების მიხედვით, მარტორქა 3-4 წლის მაინც უნდა იყოს. დიდი ალბათობით, მდინარეში დაიხრჩო. სხეული ძალიან კარგადაა შენახული“ – განაცხადა მეცნიერმა ალბერტ პროტოპოვმა.

 

 

ალბერტის თქმით, აღმოჩენის მიხედვით შესაძლებელი გახდება უფრო სიღრმისეული კვლებეის წარმოება იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ და იკვებებოდნენ მაშინდელი ცხოველები. ასევე, ეს აღმოჩენები იმასაც ამტკიცებს, თუ რამდენად კარგად იყვნენ ცხოველები მაშინდელ კლიმატზე ადაპტირებულნი.

ავტორი: ამუკა ქორიძე

X