23:00 | 2021-08-04 ავტორი: Prime Time

„წინ გამარჯვებისკენ ჩემო გმირო, ჩემო ცხოვრება, ჩემო განუმეორებელო ადამიანო“ – ვინ არის ლაშა ტალახაძის მეუღლე

„წინ გამარჯვებისკენ ჩემო გმირო, ჩემო ცხოვრება, ჩემო განუმეორებელო ადამიანო“ – ვინ არის ლაშა ტალახაძის მეუღლე

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ლაშას გამარჯვებამ მთელი საქართველო გაახარა.

 

ლაშას ყოველთვის გვერდში უდგას მისი მეუღლე, რომელიც მას გამარჯვებამდე ამ სიტყვებით ამხნევებდა: მიყვარხარ განუსაზღვრელად, წინ გამარჯვებისკენ ჩემო გმირო. ჩემო ცხოვრება, ჩემო განუმეორებელო ადამიანო ვიცი და მჯერა ღვთის ის დიდი ძალა და სიყვარული ყველაფერს შეგაძლებინებს.

 

 

ლაშას მეუღლე, 27 წლის ანი დემურიაა. მათი სიყვარულის ისტორია ბათუმში დაიწყო, ისინი 2018 წელს დაოჯახდნენ.

 

ერთ-ერთ ინტერვიუში ლაშა ამბობდა, რომ ის ანის სილამაზემ მოხიბლა.

 

„ურთიერთობებში მთავარი გაგებაა. ეს გოგო სწორედ ამის გამო შემიყვარდა. რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება“. 

 

ანის და ლაშას ორი შვილი, მარიამი და ელენე ჰყავთ.

 

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლის სახით, მხარში მიდგას ადამიანი, რომელიც ხელს მაქსიმალურად მიწყობს“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ლაშა ტალახაძე.

 

 

 

ასევე ნახეთ: „რამდენს აწევ ? – რამდენსაც გინდა” – ტალახაძის სახალისო ეპიზოდი მსოფლიო ჩემპიონატიდა

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X