
წინასაახალწლოდ საბერძნეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში ლეგალურად მყოფი იმიგრანტებისათვის. კერძოდ, საბერძნეთის საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა დადგენილება, რომლის თანახმადაც, არსებულ „ლურჯ ვევეოსებს“ და ბინადრობის უფლებებს, რომლებიც გადავადებულად ითვლებოდა 31 დეკემბრამდე, კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა გადავადების ვადა, შესაბამისად, 2022 წლის 31 მარტამდე იქნება ძალაში.
„ეს არის ძალიან დიდი შვება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 31 დეკემბრამდე სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ასწრებდნენ განცხადების შეტანას (მაგ. იმიტომ, რომ არ ჰქონდა მოგროვებული 50 ენსიმა და ა. შ.) ბედნიერ ახალ წელს და შობას გისურვებთ ყველას“, – წერს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე.






















