
წინასაარჩევნოდ, ტრადიციულად ქვეყნდება სხვადასხვა კვლევები, რომელთა ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციების, ნაწილი პარტიების, ნაწილი კი ხელისუფლების და ოპოზიციის მხარდამჭერი მედიების დაკვეთით ტარდება.
სხვადასხვა წინასაარჩევნო კვლევაში პარტიული რეიტინგები სხვადასხვაგვარად გამოიყურება: ერთნი ამბობენ, რომ ხელისუფლება უპირობოდ იგებს არჩევნებს, მეორენი კი გვარწმუნებენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა სწორედ ამ არჩევნებით სრულდება და ხელისუფლებაში ოპოზიცია მოდის.
აღსანიშნავია, რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებზე კვლევები ოპოზიციისთვის იმაზე მეტად სახარბიელოდ გამოიყურებოდა, ვიდრე ახლა. მიუხედავად ამისა, უშუალოდ კენჭისყრის შედეგებმა ამ კვლევებისგან სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა და „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 150 მანდატიდან 115 მანდატის აღება შეძლო, შესაბამისად მომდევნო ოთხი წლით გაიხანგრძლივა მმართველობა.
მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არაერთი კვლევა გამოქვეყნდა და კითხვაზე – ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? – „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები თითქმის იდენტური გახლდათ.
უფრო მეტიც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „რუსთავი2“-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას თუ დავეყრდნობოდით, არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა.
წინასაარჩევნო კვლევა ტელეკომპანიის იმდროინდელი მენეჯმენტის (დირექტორი – ნიკა გვარამია) დაკვეთით, ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა, პარტიული რეიტინგები კი ასე გადანაწილდა:
ნაციონალური მოძრაობა – 26,0%
ქართული ოცნება – 25,4%
ლეიბორისტული პარტია – 3,8%
თავისუფალი დემოკრატები – 3,6%
სახელმწიფო ხალხისთვის – 2,6%
დემოკრატიული მოძრაობა – 1,5%
პატრიოტთა ალიანსი – 1,5%
რესპუბლიკური პარტია – 0,4%
ამ კვლევით აშკარა იყო, რომ ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდებოდა, თუმცა არჩევნებმა სრულიად განსხვავებული შედეგები აჩვენა. 2016 წელს 5-პროცენტიანი ბარიერი სულ სამმა პარტიამ გადალახა, მონაცემები კი ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 48.68%;
„ნაციონალური მოძრაობა“ – 27.11%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 5.01%.
2016 წელს, წინასაარჩევნოდ ასევე რამდენიმე კვლევის შედეგები გამოაქვეყნა IRI-მ და NDI-მ. ამ კვლევებში მართალია „ქართული ოცნება“ ლიდერებოდა, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სხვაობა მხოლოდ 5 პროცენტამდე გახლდათ.
ყველა ამ კვლევაში კრიტიკულად მაღალი იყო ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხვედრითი წლი, შესაბამისად, არჩევნების რეალური შედეგების გათვალიწინებით გამოდის, რომ კვლევებში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, არჩევნებზე მაინც მმართველი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა.
რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ამ შემთხვევაშიც ერთდროულად რამდენიმე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.
„მთავარი არხი“, კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-უკრაინა
ერთ-ერთი მათგანი „მთავარი არხის“ დაკვეთით გუშინ გასაჯაროვდა (კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-უკრაინა). ამ კვლევის მიხედვით, არჩევნებს ამჯერადაც ოპოზიცია იგებს და შედეგები ამგვარად ნაწილდება:

„ფორმულა“, კვლევითი ორგანიზაცია Edison research
კვლევებს ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ატარებს კომპანია Edison research-იც. ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ასეთია:
- ქართული ოცნება – 38%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 15%
- ევროპული საქართველო – 6%
- 23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას
- გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 4%
- ლეიბორისტული პარტია – 3%
- ლელო – 3%
- პატრიოტთა ალიანსი – 3%
- გირჩი – 3%
- მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 1%
- დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 1%
„რუსთავი2“, კვლევითი ორგანიზაცია Survation
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას – „რუსთავი 2″-ის დაკვეთით ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ის მონაცემები ასე ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ – 55%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 %
- „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 5%
- „ლელო“ – 4%
- „ევროპული საქართველო“ – 4%
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%
- „გირჩი“ – 2%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 2%






















