
ეუთო/ოდირი – ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის განცხადებით, საბოლოო შეფასებას რამდენიმე კვირაში გაავრცელებენ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის რეკომენდაციებიც იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენ ვაფასებთ მთელს საარჩევნო პროცესს, წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს, საჩივრებს. ხვალ გავავრცელებთ განცხადებას წინასწარი შეფასებებისა და დასკვნების შესახებ. ჩვენ გვყავს დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე და დღეს საღამოს და ხვალ დილით ადრე მათგან მივიღებთ ინფორმაციას და ამის შემდეგ წარვადგენთ ჩვენს შეფასებებსა და დასკვნებს.“- განაცხადა ალბერტ ჯონსონმა.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















