
კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრი ქვეყანა ამჟამად ბლოკირებულია და ცხოვრების წესი აქვს შეცვლილი.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა იტალიელი მღვდლის ვიდეო, რომელიც წირვას ონლაინ-რეჟიმში ატარებს, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, მას ფილტრები ჩაერთო და წირვის დროს მის სახეზე სასაცილო ჩარჩოები ჩნდებოდა.
In Italy today, a priest decided to live-stream a mass due to COVID-19. Unfortunately he activated the video filters by mistake. pic.twitter.com/zu2qwAlCyT
— Gavin Shoebridge (@KiwiEV) March 24, 2020
ვიდეოს „ტვიტერზე“ უკვე 3 მილიონამდე ნახვა აქვს.






















