17:28 | 2021-07-17 ავტორი: Prime Time

„წირვას რომ ატარებდა ისვენებდა, უჭირდა “ – რას ამბობენ კორონავირუსი​თ გარდაცვლილ დეკანოზზე 

„წირვას რომ ატარებდა ისვენებდა, უჭირდა “ – რას ამბობენ კორონავირუსი​თ გარდაცვლილ დეკანოზზე 

კორონავირუსით კიდევ ერთი მღვდელმსახური გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დეკანოზს ქრონიკული თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რამაც მედიკოსების თქმით, კოვიდთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

 

როგორც ეპარქიაში ამბობენ, დეკანოზ იოსებ ზაქარიაძეესთან შემხებლობაში მყოფ, ეკლესიაში მომსახურე არც ერთ პირს კორონავირუსი არ აქვს.

 

„ავადმყოფობდა, ორი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, გულის პრობლემები ჰქონდა. მსახურებას, რომ ატარებდა, რამდენიმეჯერ ისვენებდა. შეუძლოდ იყო, უჭირდა.

 

ღვთის წყალობით ყველა კარგად ვართ. არავინ დაინფიცირებული არ არის, არავის არაფერი არ გვაქვს,” – აცხადებს სტიქაროსანი ვაჟა ტორაძე.

ავტორი: Prime Time

X