22:33 | 2021-03-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ცისკარაძე სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდა – „ის ამ გოგოს სექსუალური ხასიათის ქმედებებს აიძულებდა, სამაგიეროდ კარიერაში ხელშეწყობას ჰპირდებოდა“

ცისკარაძე სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდა – „ის ამ გოგოს სექსუალური ხასიათის ქმედებებს აიძულებდა, სამაგიეროდ კარიერაში ხელშეწყობას ჰპირდებოდა“

ცნობილი ქართველი არტისტი, ბალეტის სამყაროში ჩვენი დროის ნამდვილი კორიფე, ნიკოლოზ ცისკარაძე საბალეტო სკოლაში არსებულ სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ალაპარაკდა.

 

სწორედ სექსუალური შევიწროება გახდა მიზეზი იმისა, რომ მსოფლიომ საუკეთესო არტისტი დაკარგა. ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც მასზე ძალადობა დაიწყო. ამ სკანდალური ინფორმაციის გაჟონვისთანავე, ქართველმა არტისტმა თეატრი დატოვა და მოძალადე ბალერონთან ურთიერთობა გაწყვიტა.

 

 

ვასილი კონოვის იუთუბის შოუში Kon Off და რია ნოვოსტისთან ინტერვიუში ნიკოლოზ ცისკარაძემ ​ დიდი სკანდალი გაიხსენა,  რომელიც რამდენიმე წლის წინ ატყდა, როდესაც ბალერინამ ანჯელინა ვორონცოვამ თქვა, რომ მაშინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, სერგეი ფილინმა მასზე სექსუალური ხასიათის ზეწოლა მოახდინა.

 

“ამ თაობაში ის მხოლოდ რუსეთში კი არა, მთელ დედამიწაზე არსებულ მოცეკვავეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

მან კი მიატოვა ყველაფერი და წავიდა. ვერ გაუძლო იმ სიბინძურეს, რაც თავს დაატყდა. ულამაზესი იყო და ნამდვილი ტალანტი ჰქონდა, ამიტომ უღალატა ყველამ.

 

 

გარდა იმისა, რომ მის წინააღმდეგ ნამდვილი დევნა ხორციელდებოდა, გვერდით არავინ დაუდგა, მხარი არავინ დაუჭირა. 15 წლიდან სექსუალური შევიწროების და დამცირების მსხვერპლი იყო“ – ამბობს ცისკარიძე.

 

 

მისი თქმით, გოგონას დიდი თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი სერგეი ფილინი ავიწროებდა. ის ცისკარიძის მეგობარი იყო, ხშირად ურთიერთობდნენ თეატრის გარეთაც. ერთხელ კი ფილინმა ცისკარიძეს თავის ახალგაზრდა მოწაფესთან, ანჟელინა ვორონცოვასთან შუამავლობა სთხოვა. ფილინი ანჟელინას სექსუალური ხასიათის ქმედებებს აიძულებდა, სამაგიეროდ კი ჯილდოს და კარიერაში ხელშეწყობას ჰპირდებოდა.

 

“ფილინმა პირში მითხრა: „ჭკვიანი ბიჭი ხარ, ურჩიე მას, დამთანხმდეს გარკვეულ შეთავაზებებზე და ყველაფერი მის სასარგებლოს აეწყობაო“. მე ვუთხარი, დღეიდან შენთან ლაპარაკიც კი გულს მირევს, ამიერიდან კი მეზიზღები-მეთქი. ავდექი და წამოვედი, რადგან შემეძლო რამის გაკეთება და იგივე ჩემი შვილის წყენინება?! – არასდროს!” – ამბობს ნიკოლოზ ცისკარაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X