16:19 | 2020-12-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

წითელი „პომადა“, სპორტულები, ფერადი ზედები – რა სურვილები აქვთ მოხუცებს თავშესაფრიდან

წითელი „პომადა“, სპორტულები, ფერადი ზედები – რა სურვილები აქვთ მოხუცებს თავშესაფრიდან

წითელი „პომადა“, წინდები, ფედარი ზედები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელთაც პანსიონატში მცხოვრები მოხუცები საახალწლოდ სანტას სთხოვენ.

 

მოხუცების სურვილების ჩამონათვალს სოციალურ ქსელში საქართველოს უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

„ზოგს გვჯერა ახალი წლის ჯადოსნურობის, ზოგს – არა.

 

საახალწლოდ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში არსებულ ერთ-ერთ მოხუცთა პანსიონატს დავკავშირებოდით და გაგვეგო, რას ნატრულობდნენ ჩვენი საყვარელი ბებია-ბაბუები. ამ მოხუცებს რთულმა ცხოვრებამაც კი ვერ დააკარგვინა ახალი წლის რწმენა. საახალწლო სურველების ჩამოწერისას ისინი პატარა ბავშვებივით იყვნენ გახარებულები.

 

მათი ხელით დაწერილი სურვილების ნახვას თავადვე შეძლებთ. მეგობრებო, შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად გაახარეთ მოხუცების გულებში მცხოვრები ბავშვები.

 

გთხოვთ, ფოტოს ქვემოთ, კომენტარებში დააფიქსიროთ, რომ აპირებთ მათი სურვილების შესრულებას, რათა საჩუქრები თანაბრად გადავანაწილოთ და არავინ დარჩეს მათ გარეშე.

 

რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი სურვილების გარდა, შეგიძლიათ საჩუქარი საკუთარი გემოვნებითაც შეარჩიოთ და დეკემბრის ჩათვლით, დატოვოთ საქართველოს უნივერსიტეტში, პირველ სართულზე. გთხოვთ, საჩუქარს დააწერეთ ადრესატის გვარი

 

ჩვენ, ნორმების დაცვით, ვუზრუნველყოფთ საჩუქრების პანსიონატში მიტანას“, – ნათქვამია „ფეისბუქ“ პოსტში.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X