12:32 | 2020-04-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ციცაბო, პლატო და დაღმასვლა – თენგიზ ცერცვაძე ეპიდსიტუაციას აღწერს

ციცაბო, პლატო და დაღმასვლა – თენგიზ ცერცვაძე ეპიდსიტუაციას აღწერს

„მოდის აპრილის ბოლო, როდესაც პიკს ვუახლოვდებით და არის იმის წინაპირობაც, რომ ეს პიკი როგორმე არ იყოს ძალიან ციცაბო და იყოს პლატო“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

 

„მე დავესესხები ჩემი კოლეგის, ბატონი დავით გადელიას ნათქვამს, რომ ეს პიკი როგორმე არ იყოს ძალიან ციცაბო და იყოს პლატო. არის ამის წინაპირობაც, შემდეგ – დაახლოებით, ორი-სამკვირიანი პლატო და შემდეგ დაღმასვლა. დღეს ეს სავსებით რეალურია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ეპიდემიის გავრცელების ტემპი საგანგაშო არ არის და პირიქით, დაბალი ციფრები ფიქსირდება, მაგრამ მისივე თქმით, გარანტიების მიცემა არავის შეუძლია, რომ მაგალითად, მაისის ბოლოსთვის ეპიდსურათი აუცილებლად კარგი იქნება.

 

„როდესაც ევროპის წამყვან ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობების მოხსნა ცოტა დროზე ადრე დააპირეს, ეპიდემიამ მაშინვე მოახდინა რეაგირება იმით, რომ მატება დაიწყო. ეს მოხდა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში. ამიტომ, ჩვენ, ყველამ, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება. მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ ეს მომენტი დადგა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 456 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 5.

 

 

მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X