15:38 | 2021-12-12 ავტორი:

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 116 პაციენტი მკურნალობს.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, 116 კორონავირუსით ინფიცირებული ბავშიდან 15 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათგან ორის – ერთი ახალშობილისა და ერთი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

„116 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში, ჩვიდმეტი ბავშვი რეანიმაციაშია და რეანიმაციაში ორი ბავშვი უკიდურესად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე არიან ერთი ახალშობილია, ერთი ჩვილი, რომლებიც უკვე 10 დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. სხვა ბავშვები, ვინც რეანიმაციაში იმყოფებიან, არიან თანმხლები დაავადებებით  ეს არის ნევროლოგიური დაავადება, სხვადასხვა გენეტიკური დაავადებები. მშობლებს რაც შეეხება, 9 მშობელია ვაქცინირებული  ამ ეტაპზე ორჯერადად, მათთან მსუბუქად  მიმდინარეობს დაავადება, ვაქცინირებული პაციენტი 12 წლის ზემოთ ასაკის  არ გვყავს, თუმცა წვანან 12 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვების გარკვეული კონტინგენტი “,-განაცხადა მაია ჩხაიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრის დროს.

 

ცნობითვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 36 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 4 999 ინფიცირებული.

ავტორი:

X