15:30 | 2020-05-17 ავტორი: Prime Time

ცივი ომის ლეგენდა – როგორ გაიქცა საბჭოთა ჯაშუში ბრიტანეთის ციხიდან

ცივი ომის ლეგენდა – როგორ გაიქცა საბჭოთა ჯაშუში ბრიტანეთის ციხიდან

1966 წლის ოქტომბერში, ინგლისში ციხიდან გაქცევის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ინციდენტი მოხდა.

 

საბჭოთა მზვერავი ჯორჯ ბლეიკი, რომელიც 42-წლიან პატიმრობას იხდიდა КГБ-ში მუშაობის გამო, გაიქცა ციხიდან და მოახერხა აღმოსავლეთ გერმანიაში ჩასვლა, სადაც ის უკვე სსრკ-მ დაიცვა.

 

ამ მოვლენამ ბლეიკი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აგენტად და ცივი ომის ლეგენდად აქცია.

 

ბრიტანეთის კონსული და საბჭოთა ჯაშუში

 

ჯორჯ ბლეიკი 1922 წელს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დაიბადა. 1940 წელს, გერმანიამ ჰოლანდიის ოკუპაცია მოახდინა და სამშობლოში დარჩენა მისთვის საშიში გახდა, რადგან ის ებრაულ გვარს, ბეხარს ატარებდა. ის ბრიტანეთში გადავიდა და მიიღო გვარი ბლეიკი, რის შემდეგაც ფლოტის რიგებში ჩაიწერა.

 

ომის შემდეგ, ბლეიკი დიდი ბრიტანეთის მზვერავი გახდა. აგენტის კარიერის დასაწყისში, ის გერმანელ ოფიცრებს და ტყვეებს კითხავდა, თუმცა ცივი ომის დაწყების შემდეგ მან საქმიანობა შეიცვალა.

 

ბლეიკი, რომელსაც რუსული ენის კურსები ჰქონდა გავლილი, გააგზავნეს კორეაში. ამ პერიოდში იქ ახალი ომი იწყებოდა. ოფიციალურად ბლეიკი ბრიტანეთის ვიცე-კონსული იყო, თუმცა სინამდვილეში ბლეიკი კორეაში კომუნისტების საქმიანობაზე აგროვებდა ინფორმაციას.

 

1950 წელს კორეის ომი დაიწყო და მას შემდეგ რაც ბრიტანელებმა მხარი სამხრეთ კორეას დაუჭირეს, ჩრდილოკერელებმა ბრიტანეთის დიპლომატიური მისია დააკავეს.

 

ამგვარად, ვიცე-კონსული ბლეიკი და კონსული ვივიენ ჰოლტი კორეაში ტყვედ ჩავარდნენ. ბრიტანელებმა მათ ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

 

კორეელები ამას საბჭოთა მოკავშირეებსაც უმალავდნენ. ტყვეობაში ჰოლტი ძლიერ ავად გახდა, მაგრამ ბლეიკმა ის გადაარჩინა და მას შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე საუკეთესო მეგობრებად დარჩნენ.

 

დაახლოებით 3 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჩარევის შემდეგ ბრიტანელები გაათავისუფლეს.

 

ჰოლტს და ბლეიკს ლონდონში დახვდნენ ისე როგორც გმირებს. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბლეიკმა უკვე დაიწყო საბჭოთა კავშირზე მუშაობა.

მოღალატე?

 

 

ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ, ბლეიკი თანამდებობაზე დანიშნეს. ის გააგზავნეს ბერლინში, სადაც მისი მთავარი მიზანი აღმოსავლეთ ევროპის და სსრკ-ს აგენტების რეკრუტირება იყო.

 

საბჭოთა კავშირისთვის, ბლეიკი ნამდვილი გამართლება იყო. ის არამხოლოდ საბოტაჟს უწყობდა გადაბირების პროცესს, არამედ რეგულარულად აწოდებდა КГБ-ს საიდუმლო ინფორმაციას.

 

ბლეიკისგან გაიგო საბჭოთა დაზვერვამ ბერლინის მიწისქვეშ საიდუმლო გვირაბის გათხრის შესახებ, რომელსაც მოკავშირეები აკეთებდნენ.

 

ისინი აპირებდნენ თითქმის 450-მეტრიანი გვირაბის გათხრას და შიგნით მოწყობილობების დაყენებას, რათა ჩაეწერათ ყველა საბჭოთა მოლაპარაკება.

 

საბოლოოდ ბრიტანელებმა და ამერიკელებმა ძალიან დიდი თანხა დახარჯეს ამ გვირაბის აშენებაზე, თუმცა ინფორმაციამ პრესაში გაჟონა და საბჭოთა კავშირი მზვერავებს სპეციალურად აწოდებდა დეზინფორმაციას.

 

1961 წელს პოლონელმა მიხაილ გოლენევსკიმ, რომელიც თანამშრომლობდა პოლონურ სპეცსამსახურთან და КГБ-სთან და საკუთარ თავს ალექსეი რომანოვის შთამომავლად ასახელებდა, რომელიც დახვრეტას გადაურჩა, ამერიკულ CIA-ს ევროპაში საბჭოთა ქსელზე მიაწოდა ინფორმაცია.

 

ამერიკელებმა ინფორმაცია გადასცეს ბრიტანელებს, რომლებმაც დააპატიმრეს გადაბირებული ჯაშუშები, მათ შორის ბლეიკიც.

 

ზუსტად იმავე პერიოდში, პოპულარობის პიკში იყო რიჩარდ კონდონის რომანი „მანჯურიელი კანდიდატი“.

 

სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი კორეის ომის დროს ტყვედ ჩავარდება და მას დასჯის მიზნით „ტვინის გამორეცხვას“ უკეთებენ, რის შემდეგაც ის „კომუნისტი ზომბი ხდება, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას ასრულებს“.

 

ბრიტანულ პრესას და სასამართლოს ძალიან დააინტერესა, ხომ არ დაემართა იგივე ბლეიკს, როდესაც ის ტყვედ ჩავარდა, თუმცა ბლეიკი კატეგორიულ უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ კომუნისტური იდეები საკუთარი ნებით გაიზიარა.

 

მისი თქმით, გარდამტეხი მომენტი იყო ამერიკული თვითმფრინავების მიერ კორეის დაბომბვა, რომელიც მან თვითონვე გადაიტანა. თანდათანობით, ის უფრო დიდი სიმპათიის ივსებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ და მოგვიანებით თვითონვე მოითხოვა საბჭოთა სპეცსამსახურებთან შეხვედრა, რომელზეც შეჰპირდა თანამშრომლობას.

 

ბლეიკს 42 წლით თავისლების აღკვეთა მიუსაჯეს – იმ პერიოდისთვის სამუდამო პატიმრობის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი ვადა.

 

5 წელი 42-ის ნაცვლად

 

ბლეიკმა ციხეში 5 წელი გაატარა. თანასაკნელები მას კარგად ეპყრობოდნენ და ამბობდნენ, რომ უსამართლოდ მოექცნენ. განსაკუთრებით ბლეიკი დაუახლოვდა სამ პირს: შონ ბურკს, მაიკლ რენდლის და პატრიკ პოტლს.

 

ბურკი უმნიშვნელო „განგსტერი“ იყო, რომელიც ციხეში ჟურნალ „ახალ ჰორიზონტს“ გამოსცემდა. ბლეიკი ამ ჟურნალისთვის სტატიებს წერდა.

 

პოტლი და რენდლი პაციფისტები იყვნენ, რომლებსაც ბირთვული იარაღის წინააღდეგ გამოდიოდნენ. მათ მოკლევადიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი და გადაწყვიტეს, რომ ბლეიკს დახმარებოდნენ.

 

ყველაზე ახლო და უსაფრთხო ადგილი იმ პერიოდისთვის აღმოსავლეთ გერმანია იყო.

 

იმისათვის, რომ იქ მომხდარიყავი, შეუმჩნევლად უნდა გადაგეცურა ლა-მანში და შემდეგ თითქმის ნახევარი ევროპა. თვითმფრინავები, მატარებლები, გემები – რა თქმა უნდა გამოირიცხა.

 

გაქცევის მთავარი ინსპირატორი ბურკი იყო, თუმცა მას ფინანსური საშუალება არ ჰქონდა, ისევე როგორც მის თანასაკნელებს. პატიმრება მოახერხეს რეჟისორ ტონი რიჩარდსონთან დაკავშირება, რომელმაც იმ წელს „ოსკარი“ აიღო. რეჟისორი ცნობილი იყო თავისი პოლიტიკური შეხედულებებით და საბჭოთა ჯაშუშს გასაქცევი ფული მისცა.

გაქცევა

 

გაქცევას რამდენიმე თვე გეგმავდნენ. ბურკმა, რომელმაც მოიხადა უკვე სასჯელი და ბლეიკს ნახულობდა ხოლმე, ჩუმად გადასცა პორტატული რაცია.

 

კვირაობით, ყველა პატიმარი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი კინოდარბაზში შედიოდა, რათა ფილმი ენახათ.

 

1966 წლის 22 ოქტომბერს, ღამით, ბლეიკი ჩუმად გამოვიდა დარბაზიდან, მიაღწია დერეფნამდე, შემდეგ აცოცდა ფანჯარაზე, რომელსაც გისოსები არ ჰქონდა და გადახტა ციხის ეზოში.

 

თავის ყველა მოქმედების შესახებ ინფორმაციას ის რაციით აწოდებდა ბურკს და პოტლს, რომლებიც მას გარეთ ელოდნენ. ციხის კედელი 7 მეტრს აღწევდა, ამიტომ მეგობრებს მისთვის ბაწარი უნდა გადაეგდოთ, თუმცა ყველაფერი სუფთად არ მოხდა – ბლეიკი ბაწრიდან ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა.

 

ბურკს და პოტლს არამხოლოდ უნდა გადაემალათ გაქცეული, არამედ მოეძებნათ ექიმიც, რომელიც მათ არ გასცემდა.

 

ჯაშუშის მეგობრებმა ექიმის პოვნაც მოახერხეს და ბლეიკი მეგობრიდან მეგობრის სახლში გადაადგილდებოდა.

 

ბრიტანეთში მისი დარჩენა არ იყო უსაფრთხო. პოტლმა და რენდლმა შეიძინეს საოჯახო ფურგონი, სადაც ბლეიკისთვის საიდუმლო ოთახი გააკეთეს – ოთახი სავარძლების ქვემოთ იყო. კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ამ სავარძლებზე რენდლის ბავშვები ისხდნენ, რათა მესაზღვრეებს ეჭვი არ ჰქონოდათ.

 

ამავე ფურგონით რენდლების ოჯახმა მოგზაურობა გადაწყვიტა და რამდენიმე კვირაში ბლეიკი უკვე მოსკოვში იყო.

რა მოხდა შემდეგ

 

ბურკი საბჭოთა კავშირში დარჩა, სადაც მას КГБ ეხმარებოდა. რამდენიმე წელიწადში ის მშობლიურ ირლანდიაში დაბრუნდა. ბრიტანეთი დიდი ხანი ცდილობდა მის ექსტრადიციას, მაგრამ ამაოდ.

 

პოტლი და რენდლი ბრიტანეთში დარჩნენ. ორივე მათგანი სასამართლოს წინაშე წარსდგა. პ

 

როცესის დროს, მათ განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ბლეიკის აღმაშფოთებელი და არადამიანური ვერდიქტის გამო გააკეთეს. შედეგად ორივე ყოფილი პატიმარი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.

 

რაც შეეხება ბლეიკს, ის სსრკ-ში დარჩა, მიიღო  რამდენიმე სახელმწიფო ჯილდო და КГБ-ს პოლკოვნიკის წოდება. გარე დაზვერვის აკადემიაში ლექტორობის დროს, დაწერა მემუარები. ის ახლაც მოსკოვში ცხოვრობს.

 

2019 წლის ნოემბერში ცივი ომის ლეგენდას 97 წელი შეუსრულდება.

ავტორი: Prime Time

X