
არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვე დარჩა. დღეს “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” სიები გამოქვეყნდა.
ყველაზე დიდი გამოხმაურება “ენმ”-ს სიის პირველ ნომერს მომღერალ ბუბა კიკაბიძეს მოჰყვა.
რას მოუტანს ოპოზიციურ ძალას გიორგი გახარიას საპირწონედ ბუბა კიკაბიძის დასახელება, ამის შეფასება გია ხუხაშვილს ვთხოვეთ.
– რას მოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“ სიაში ბუბა კიკაბიძე?
– სამწუხაროდ ჩვენთან პროფესიული პოლიტიკა არ არსებობს… სინამდვილეში ეს ადამიანები არც აკეთებენ პოლიტიკას, ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღებები, გადაწყვეტილებას იღებს სხვა და ეს არის მასა, რომლებიც საჭირო მომენტში პულტს აჭერს ხელს.
აქ ბუბა კიკაბიძეა, იქ ელისო ბოლქვაძეა. ეს ადამიანები პოლიტიკაში მაშინ მოდიან, როდესცა სიის შედგენა იწყება. ცივილიზებულ ქვეყნებში პროფესიონალი პოლიტიკოსები, გამოცდილი ადამიანები ხდებიან დეპუტატები. ჩვენთან ტაშ-ფანდურით. ეს ხდება ერთადერთი მიზნით, ლიდერს აინტერესებს სიაში ჩაწეროს ის ადამიანები, როიმლებიც რაღაცას მოუტანენ და ძალაუფლება ექნება ბელადს. წაიკითხეთ სრულად























