17:12 | 2020-03-24 ავტორი: Prime Time

წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82-მა მოქალაქემ დატოვა

წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82-მა მოქალაქემ დატოვა

წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82-მა მოქალაქემ დატოვა. დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, რომლებიც მოქალაქეები პირადად გააცილეს და პირადი ნივთების გადატანაში დაეხმარნენ. ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 82 ადამიანი სახელმწიფომ საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნა.

 

ამ დროისთვის წყალტუბოს საკარანტინო ზონაში 14-დღიანი ვადის გასვლას კიდევ რამდენიმე ათეული მოქალაქე ელოდება.

 

82 მოქალაქე, რომელმაც დღეს კარანტინის ვადა დაასრულა, იტალიიდან, კერძოდ რომიდან საქართველოში 10 მარტს სპეცრეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ისინი პრევენციის მიზნით 14-დღიან კარანტინში გადავიდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

 

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 67 ადამიანი.

 

კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება .

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

ავტორი: Prime Time

X