
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს პირდაპირ ეთერში ამორალური და უზნეო უწოდა.
დეპუტატმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ გიგი უგულავას დაკავებაზე საუბარს თავი აარიდა და პირდაპირ ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის კრიტიკაზე გადავიდა.
„თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, ჩივილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში არაფერ შუაშია. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის შესრულების გამო ვინმე მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და შემდეგ მე ვიყო ჟურნალისტი და ეს ადამიანი გადაცემაში მივიწვიო ისე, რომ ობიექტურად ჟურნალისტს არ მაინტერესებდეს, ჩავიდე ადგილზე და ვიკითხო და მოწმეებს შევეკითხო რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ეს ძალადობის წახალისება არ არის. ?“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.
დიანა ტრაპაიძემ ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომ მას შეუძლია იჩივლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.
„ყველაფერი თქვენია მმართველობაში, მაგრამ მარტო არ ხართ ამ ქვეყანაში და თქვენი პოზიცია არ არის ერთადერთი, ამიტომ დამასმევინეთ კითხვები. ბატონო ანრი, თქვენ დაბადებული არ იყავით მე რომ სადღაც ვმაუწყებლობდი, არ გიცნობდათ მაყურებელი, მაგრამ ჩვენ ვარსებობდით. ნუ გამომიყვანთ მდგომარეობიდან ბატონო ანრი. თქვენ შეგიძლიათ იჩივლოთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“, – უთხრა ტრაპაიძემ ოხანაშვილს.
სად იყო ანრი ოხანაშვილი წინა ხელისუფლების დროს?
? სად იყო ანრი ოხანაშვილი წინა ხელისუფლების დროს?
Geplaatst door TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი op Woensdag 12 februari 2020






















