
ხობში 40 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ოჯახის წევრებმა დღეს ნახეს. მან თავი ჩამოიხრჩო.
ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომადგენელი ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში კობა თუთბერიძე.
რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ლატარიების ოჯახი ხობში ახლახანს გადავიდა საცხოვრებლად. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: თეა შონია
დაგაინტერესებთ ⇓






















