00:00 | 2020-08-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ცხედარს სამმა ავტომობილმა გადაუარა, მხოლოდ მეოთხემ გააჩერა – შემზარავი ავარია შავშებთან

ცხედარს სამმა ავტომობილმა გადაუარა, მხოლოდ მეოთხემ გააჩერა – შემზარავი ავარია შავშებთან

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფრომაცია შემზარავი ტრაგედიის შესახებ, რომელიც დაახლოებით, ერთი საათის წინ გორთან ახლოს მოხდა.

 

ავტოკატასტროფას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტომაგისტრალის საავტომობილო ნაწილის გადაკვეთას ცდილობდა.

 

მედეა ხომ წაიყვანე, ღმერთო, ხატია მაინც მაჩუქე - დაღუპული და დაშავებული გოგონების დედის თხოვნა ყველას
2020-08-24მედეა ხომ წაიყვანე, ღმერთო, ხატია მაინც მაჩუქე - დაღუპული და დაშავებული გოგონების დედის თხოვნა ყველას

 

პირველადი ინფორმაციით, მანქანის მძღოლი, რომელმაც მამაკაცს დაარტყა, ადგილიდან მიიმალა. ამ შემთხვევის შემდეგ, ცხედარს კიდევ სამმა ავტომობილმა გადაუარა. ადგილზე მხოლოდ მეოთხე მანქანის მძღოლი გაჩერდა…

 

არსებული ინფორმაციით, გაქცეული მძღოლი პოლიციამ უკვე დააკავა. იდენტიფიცირებულია სხვა მძღოლებიც და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

„პრაიმტაიმი” შსს-ს დაუკავშირდა.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

მამაკაცის ცხედარი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X