
რამდენიმე დღის წინ „ბაიჰაუსიდან“ გაუჩინარებული ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის ცხედარი ცოტა ხნის წინ მაშველებმა მტკვარში იპოვეს.
ადგილზე სამაშველო სამსახური მეორე დაკარგულის ძიებას განაგრძობს. 28 წლის ქალის, ბაია ბერუაშვილის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ გარდაცვლილის ოჯახის წევრი შეუძლოდ გახდა.
სასწრაფოს ექიმებმა მას დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
რამდენიმე წუთის წინ კი, მაშველებმა მეორე დაკარგულის, ბიჭის ცხედარი იპოვეს.






















