16:42 | 2020-12-09 ავტორი: Prime Time

„ცხელება ორგანიზმის დამცავი რეაქციაა“​ – პედიატრი განმარტავს, რატომ არ უნდა დავალევინოთ ბავშვს სიცხის დამწევი 38 გრადუსზე

„ცხელება ორგანიზმის დამცავი რეაქციაა“​ – პედიატრი განმარტავს, რატომ არ უნდა დავალევინოთ ბავშვს სიცხის დამწევი 38 გრადუსზე

პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში მაღალი ტემპერატურის მარტვაზე საუბრობს და მშობლებს ურჩევს, 38 გრადუსზე ბავშვებს სიცხის დამწევი საშუალება არ მისცენ.

 

როგორც მიქელაძე განმარტავს, ცხელებას სჯობს ვადროვოთ და თუ ბავშვი იტანს.

„ყველა მედიკოსს თან დაგვაქვს ყველაზე დიდი, დედის დარდი“ - ექიმი ნანა სხილაძე ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
2020-12-06„ყველა მედიკოსს თან დაგვაქვს ყველაზე დიდი, დედის დარდი“ - ექიმი ნანა სხილაძე ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

 

კორონავირუსი გახლავთ ვირუსული ინფექცია და მას შეიძლება ჰქონდეს ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. შევთანხმდეთ, რომ ბავშვები აქ არ არიან პირველწყარო, რადგან ბავშვებს ეს ვირუსი მოჰქონდათ, როდესაც ღია იყო სკოლები და ბაღები. როცა დაიკეტა, ახლა ვირუსი მოაქვთ ან მშობლებს, ან მომვლელებს, ან ბებია-ბაბუებს.

 

ძირითადი სიმპტომატიკა მართლაც მსუბუქად მიმდინარეობს. ასეთი პაციენტები შეიძლება ვმართოთ ბინის პირობებში, ძირითადი მკურნალობა გახლავთ სიმპტომური.

 

ცხელებას სჯობს ვადროვოთ და თუ ბავშვი იტანს, 39-მდე ტემპერატურას ბავშვები ადვილად იტანენ, თუ მათ ცხადია, არ აქვთ დამძიმებული ანამნეზი. ჩვენთან, როგორც წესი, 38 გრადუსზე ყოველთვის მიცემული აქვთ ხოლმე სიცხის დამწევი, არადა ცხელება არის ორგანიზმის დამცავი რეაქცია“.

ავტორი: Prime Time

X