
თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრაჯერ ესროლეს ესროლეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილზე თვითმხილველმა განუცხადა, დაჭრილი ქირით ცხოვრობდა, ინციდენტის მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.
დაჭრილი თავად ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. სხვა დეტალებს სამართალდამცველები და ადგილობრივები არ ასაჯაროებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















