17:26 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

წყნეთის გზატკეცილზე ფერდობი ჩამოიშალა

წყნეთის გზატკეცილზე ფერდობი ჩამოიშალა

​წყნეთის გზატკეცილზე ფერდობი ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, მერიაში შეტყობინება რამდენიმე საათის წინ შევიდა.

 

ადგილზე თბილისის მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

 

როგორც თბილისის მერიაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, მოძრაობა შეზღუდული არ არის და მომხდარი საშიშროებას არ წარმოადგენს. თუ რა პრევენციული ღონისძიებები გატარდება, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X