00:20 | 2021-10-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„წლები ვმეგობრობდით, ერთ სკოლაში დავდიოდით“ – ტყუპმა და-ძმამ ერთმანეთი 34 წლის შემდეგ იპოვა

„წლები ვმეგობრობდით, ერთ სკოლაში დავდიოდით“ – ტყუპმა და-ძმამ ერთმანეთი 34 წლის შემდეგ იპოვა

წლების წინ სამშობიაროში ტყუპების მომლოდინე დედა მოატყუეს, უთხრეს, რომ ვაჟი მოუკვდა და გაუშვილეს.

 

ორივე ტყუპი რუსთავში ცხოვრობდა, 16 წლის ასაკში ერთმანეთს შეხვდნენ და დამეგობრდნენ.

 

ტყუპებმა, ლელა შაიშმელაშვილმა და კობა ლაგურაშვილმა წლების შემდეგ ერთმანეთი „ფეისბუქ“ ჯგუფში „ვეძებ“ აღმოაჩინეს, რომ და ძმანი არიან.

 

უკანა გზაზე ხაჩიძეების ოჯახმა საჩუქარი გამიკეთა, კუბო მაჩუქეს! - გიგა მაქარაშვილი
2021-10-15უკანა გზაზე ხაჩიძეების ოჯახმა საჩუქარი გამიკეთა, კუბო მაჩუქეს! - გიგა მაქარაშვილი

 

„ერთ ქალაქში რუსთავში ვცხოვრობდით, ერთ სკოლაში დავდიოდით. ჩემს თავზე თუ ასეთი სიხარული იქნებოდა არ ვიცი. სამწუხაროა, რომ მშობლები ვერ მოესწრნენ.

 

როცა დავიბადეთ დედას არ აჩვენეს, უთხრეს, რომ მოკვდა. 16 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, კარგი მეგობრები ვიყავით. 34 წლის შემდეგ უფალმა ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს“, – ამბობს ლელა შაიშმელაშვილი.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X