12:42 | 2021-08-22 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„წლების წინ მძიმე სენი დაამარცხე, დღეს კი კოვიდმა გიმსხვერპლა” – მარინა ყიფიანი მეგობრის გარდაცვალებას ეხმაურება

„წლების წინ მძიმე სენი დაამარცხე, დღეს კი კოვიდმა გიმსხვერპლა” – მარინა ყიფიანი მეგობრის გარდაცვალებას ეხმაურება

საქართველოს მწერალთა კავშირის და აკადემიის წევრი, პოეტი მარინა ყიფიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. დღეს, როცა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ანტირეკორდი დამყარდა, მათ შორის ერთ-ერთი დაღუპული პოეტის მეგობარი ქალბატონია.

 

მარინა ყიფიანის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე ხნის წინ, სიმსივნე დაამარცხა, თუმცა კოვიდმა იმსვერპლა

მარინა ყიფიანი

 

“სული მეწვის ჩემო ლია, არ მინდა, დავიჯერო, რა დაუნდობელია ცხოვრება, წლების წინ მძიმე სენი დაამარცხე, დღეს კი კოვიდმა გიმსხვერპლა.

 

უკვე მერამდენე ადამიანს ვკარგავ ჩემ სანაცნობოში და სამეგობროში.

 

ღმერთო, ეს რა ვერაგი მტერი ტრიალებს ჩვენს გარშემო. ნათელი შენს ხსოვნას, ვუსამძიმრებ ოჯახს.” – წერს მარინა ყიფიანი.

 

ის იქვე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო და ერთმანეთი სალონიკში გაიცნეს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X