
„ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობის შედეგად ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი წერს.
„ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება! პრემიერ-მინისტრის „ფაიზერის“ პრეზიდენტთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად, ივლისიდან მილიონი დოზის მოწოდება დაიწყება.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა.
ირაკლი ღარიბაშვილს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან. უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“. ჯამში, 2 მილიონი დოზა გვაქვს შეკვეთილი.
წლის ბოლომდე ქვეყანა ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს“,- წერს ნინო გიორგობიანი.























