15:03 | 2021-08-20 ავტორი: Prime Time

წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მედიკამენტები გამოჩნდება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ! – გიორგი ფხაკაძე

წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მედიკამენტები გამოჩნდება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ! – გიორგი ფხაკაძე

წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი, – ამ საიმედო და სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს.

 

„ზეიკიძის კალბასზე“ გაზრდილ ანტივაქსერებს გიორგი ფხაკაძე ასე პასუხობს - ნახეთ ვიდეო
2021-08-20„ზეიკიძის კალბასზე“ გაზრდილ ანტივაქსერებს გიორგი ფხაკაძე ასე პასუხობს - ნახეთ ვიდეო

 

როგორც ის აღნიშნავს, ვერაგ ვირუსთან ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ.

 

​პანდემიასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოა ჩართული. წელს ჩვენ არა მარტო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გვაქვს …. წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი.

 

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დღეს დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.

ჯანმრთელობას გისურვებთ, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X