20:04 | 2021-06-04 ავტორი: Prime Time

წლის ბოლოს პანდემია, პრაქტიკულად, აღარ იქნება – სასიამოვნო პროგნოზი თენგიზ ცერცვაძისგან

წლის ბოლოს პანდემია, პრაქტიკულად, აღარ იქნება – სასიამოვნო პროგნოზი თენგიზ ცერცვაძისგან

წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

როგორია “სინოვაკის” მანეიტრალიზებელი ძალა კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის მიმართ - ბიძინა კულუმბეგოვის ანალიზი
2021-06-04როგორია “სინოვაკის” მანეიტრალიზებელი ძალა კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის მიმართ - ბიძინა კულუმბეგოვის ანალიზი

 

მისი თქმით, წლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანაში იქნება ვირუსის ერთეული შემთხვევები.

 

„იქნება ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ისეთი, როგორიც შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში იყო, ან მეორე ტალღის შემდეგ – თებერვალ-მარტში. გვექნება მცირე რაოდენობის შემთხვევები ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც 100-პროცენტიანი ვაქცინაცია იყოს. კლინიკური სექტორი ამას იმდენად კარგად გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს, დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ეკონომიკის არნახული, 44-პროცენტიანი ზრდა მაისში უკვე დაფიქსირდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

X