14:25 | 2021-10-29 ავტორი: Prime Time

„წმინდა წერილი მიმაქვს, განსაკუთრებულად სჭირდება ადამიანს“ – მეუფე გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

„წმინდა წერილი მიმაქვს, განსაკუთრებულად სჭირდება ადამიანს“ – მეუფე გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

პატიმრობის და შიმშილობის 29-ე დღეს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი პატრიარქის კურთხევით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა მოინახულა. სასულიერო პირმა მსჯავრდებულ სააკაშვილს წმინდა წერილი გადასცა.

 

„რა მიზნით შეიძლება სასულიერო პირი მივიდეს პატიმართან – ეს კანონით ნებადართული საკითხია და ვალდებულებაც და უფლებაც. აი, წმინდა წერილი მიმაქვს, განსაკუთრებულად სჭირდება ადამიანს, რომელიც იზოლირებულია დანარჩენი სამყაროსგან. მე უნდა გადავცე ის, რასაც სინდისი გვკარნახობს,”- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X