
ცნობილი ხელოვნებათმცოდნის და ბლოგერის ანასტასია სოსნოვსკაიას 12 წლის ვაჟი აბაზანაში ჩავარდნილ აიფონს ემსხვერპლა.
შემთხვევა 10 იანვარს მოხდა. ოჯახმა ახლა მიიღო სასამართლო ექსპერტიზის პასუხი, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სიკვდილის მიზეზი – ბავშვს აბაზანაში აიფონი ჰქონდა შეტანილი, რომელსაც ტენიდა და სავარაუდოდ, სველი ხელიდან გაუვარდა, და დენმა დაარტყა.
“ჩვენ შვილი 10 იანვარს დავკარგეთ. ის 12 წლის იყო. სავსებით ჯანმრთელი, ბედნიერი, დიდი გეგმებით… და ვერ ვხვდებოდით, რა მოხდა… აიფონ 4, რომელსაც უჯდებოდა ელემენტი, წამით დაეცა მუცელზე. მოასწრო მისი იატაკზე გადმოგდება, მაგრამ უკვე გვიან იყო…
ხმაურზე მამამისი შევიდა… 40 წუთი ვუტარებდით რეანიმაციას, მაგრამ ვეღარფერმა უშველა.
დღეს მე მაჩვენეს ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც დაიღუპნენ ბანაობის დროს ტელეფონით ხელში. თურმე ბევრი მათგანია. რადგან ჩვენ რისკებს არ ვაფასებთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამისგან შეუძლებელი იყო სიკვდილი. Რომ მცოდნოდა…
მინდა, ყველა ადამიანმა იცოდეს: დიახ, ამით კვდებიან. სამუდამოდ აუკრძალეთ ბავშვებსაც და საკუთარ თავსაც ტელეფონის აბაზანაში შეტანა. ბავშვებს – არასოდეს არ დართოთ ნება, არც ერთი მიზეზით”.
დედა საზოგადოებას მიმართავს, გაავრცელონ ეს მიმართვა, გადარჩეს სხვისი სიცოცხლე.
„ბავშვები არ უნდა მოკვდნენ სისულელისგან, რაც ასე ადვილად ხდება…“
View this post on Instagram






















