10:21 | 2021-11-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ცნობილი ჩოგბურთელი, რომელმაც პოლიტიკოსი ძალადობაში დაადანაშაულა, გაუჩინარებიდან 20 დღის შემდეგ პირველად გამოჩნდა  

ცნობილი ჩოგბურთელი, რომელმაც პოლიტიკოსი ძალადობაში დაადანაშაულა, გაუჩინარებიდან 20 დღის შემდეგ პირველად გამოჩნდა  

ცნობილი ჩინელი ჩოგბურთელი პენგ შუაი 20 დღიანი გაუჩინარების შემდეგ ვიდეოზარით პირველად ესაუბრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

2 ნოემბრის შემდეგ ეს პენგ შუაის პირველი კონტაქტია საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ჩოგბურთელი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ჩჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

 

ჩოგბრუთელი საერთაოშიროს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს, მათ შორის თავმჯდომარე თომას ბახს 30 წუთის განმავლობაში ესაუბრა. ორაგნიზაციის თანახმად, მან მადლობა გადაუხადა IOC-ს მის გამო ნერვიულობისთვის.

 

სამსახურებიდან აგდებდნენ, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, სახლიც მიატოვა და ახლა ეს ქართველი ბიჭი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელია - შენც შეგიძლია!
2021-11-22სამსახურებიდან აგდებდნენ, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, სახლიც მიატოვა და ახლა ეს ქართველი ბიჭი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელია - შენც შეგიძლია!

 

„აგვიხსნა, რომ უსაფრთხოდ და კარგად არის, ცხოვრობს თავის სახლში პეკინში და სურს, რომ ამ დროს პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას და ამიტომ ახლა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურჩევნია დროის გატარება“,  – ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში

 

ინფორმაციისთვის, 2 ნოემბერს ჩინურ სოციალურ ქსელში სპორტსმენმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ 2018 წელს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა გაოლიმ გააუპატიურა. ჩოგბურთელის პოსტი 20 წუთში წაიშალა, ამ დროისთვის შუაის ანგარიში სოციალურ ქსელში აღარ არსებობს.

 

ჩოგბურთელთან კონტაქტზე გასვლა ცდილობდნენ სხვა სპორტსმენები და ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (WTA). ასოციაცია ამბობდა რომ, შუაი გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

საჭიროა, ხალხმა იზეიმოს ახალი წელი, იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც იყო გავატანოთ წარსულს - კახა კალაძე
2021-11-22საჭიროა, ხალხმა იზეიმოს ახალი წელი, იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც იყო გავატანოთ წარსულს - კახა კალაძე
  
ვინ არის იტალიაში დაკავებული ქართველი
2021-11-22ვინ არის იტალიაში დაკავებული ქართველი "აკრობატი" მძარცველი და რა იციან მასზე ემიგრანტებმა

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X