
უცხოური მედიის ინფორმაციით, ცნობილი მომღერალი, ნიკოს იკონომოპულო საბერძნეთში, “ევანგელისმოს” საავადმყოფოშია მოთავსებული.
ირკვევა, რომ 37 წლის იკონომოპულო კუნძულ მიკონოზე ყოფნის დროს, კორონავირუსით დაინფიცირდა და მდგომარეობა ათენში დაბრუნების შემდეგ საგრძნობლად გაურთულდა.

ექიმების ცნობით, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და სუნთქვა უჭირს, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.
მომღერალი თავდაპირველად სახლის პირობებში მკურნალობდა და ცხადია, იზოლაციაში იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გაუუარესდა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს “ევანგელისმოში”.
მომღერლის დასვენება კოსმოპოლიტურ კუნძულზე ცუდად დასრულდა. ისიც აღსანიშნავია, რომ იკონომოპულო ვაქცინირებული არ არის.
ასევე დაგაინტერესებთ:






















