
ცნობილი ქართველი მომღერლის, ნინა სუბლატის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სუბლატმა სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა მას შემდეგ, რაც მის მიერ ინფექციონისტ მარინა ეზუგბაიაზე ხუმრობას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.
ხალხო, მოდით, ან გაიგეთ უწყინარი ხუმრობა და ან ჩასქროლეთ რაა… ჩემი ოჯახის წევრს მაინც არ ჰქონდეს კორონა, რამენაირად თქვენზე მეტი სადარდებელი მაქვს
ამით, ნინა სუბლატი იმ კრიტიკოსებს გამოეხმაურა, რომლებიც მისი ამ ფეისბუქ-პოსტით გაღიზიანებას არ მალავდნენ:

„როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე რამდენიმე წუთით ადრე მივვარდე ხოლმე უზუგბაიას, გავუკეთო ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი და მოვდუნდე საბოლოოდ… რა საქციელია ეს ქალბატონო“, – დაწერა ხუმრობით მომღერალმა, თუმცა მისი ეს ხუმრობა ბევრმა ვერ გაიგო.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















