
ცნობილი ამერიკელი მოჭიდავე და მსახიობი შედ გასპარი წყნარ ოკეანეში ძლიერი მოქცევის დროს დაიკარგა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გასპარი ლოს-ანჯელესში მარინა დელ რეის სანაპიროზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და ოკეანეში სანაპიროსგან 50 იარდის მოშორებით, თავის შვილთან ერთად ბანაობდა.
მოულოდნელად დაწყებულმა მოქცევამ დიდი ტალღები წარმოქმნა, რამაც გასპარები სიღრმისკენ შეითრია. უკანასკნელი ინფორმაციით, მაშველებმა თავდაპირველად უფროს გასპარს მიაგნეს, თუმცა შედმა თავისი შვილის გადარჩენა ითხოვა.

მაშველებმა პატარა გასპარი სანაპიროზე გამოიყვანეს, უკან მიბრუნების შემდეგ კი მოჭიდავე ვეღარ იპოვეს.
შედ გასპარის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა მაშველები ვარაუდობენ რომ ცნობილი მოჭიდავე მოქცევის დროს დაიხრჩო.
ქმის გაუჩინარების შესახებ „ინსტაგრამში“ განცხადება სილანა გასპარმაც გამოაქვეყნა და საზოგადოებას შედის შემჩნევის შემთხვევაში 112-ზე დარეკვისკენ მოუწოდა.
შედ გასპარმა სახელი WWE-ში მონაწილეობით გაითქვა. ამის გარდა, მას რამდენიმე ცნობილ ფილმშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.






















