19:39 | 2020-05-25 ავტორი: Prime Time

ცნობილი სპორტსმენების ოჯახური სკანდალები, რაც მათ კარიერის ფასად დაუჯდათ – იქნება თუ არა ბასილაშვილი გამონაკლისი

ცნობილი სპორტსმენების ოჯახური სკანდალები, რაც მათ კარიერის ფასად დაუჯდათ – იქნება თუ არა ბასილაშვილი გამონაკლისი

ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავებამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო ორად არის გაყოფილი: ნაწილი მხარს ჩოგბურთელს უჭერს, ნაწილი კი მხარდაჭერას მის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს უცხადებს.

 

მართალია სასამართლოს ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ დიდი ალბათობით მიმდინარე მოვლენები მის კარიერაზე უარყოფით გავლენას იქონიებს ისევე, როგორც ეს სხვა ცნობილი სპორტსმენების შემთხვევაში მოხდა.

 

„პრაიმტაიმმა“ თვალი გადაავლო გასულ წლებში მომხდარ ოჯახური ძალადობის დანაშაულებს, რომლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

 

რატომ ჩამოვიდა საქართველოში ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე
2020-05-25რატომ ჩამოვიდა საქართველოში ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე

 

თუმცა, ბასილაშვილისგან განსხვავებით, მათ ბრალი უკვე დამტკიცებული ჰქონდათ და რიგ შემთხვევაში მათ სიცოცხლე ფატალურად დაასრულეს.

 

ბრუნო ფერნანდეს დე სოუზა (ფეხბურთი) – ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კარიერა სკანდალურად დაასრულა. 2010 წელს ბრუნომ ყოფილი მეგობარი გოგონა გაიტაცა, მოკლა და ცხედარი გადამალა. ბრაზილიის სასამართლომ ფეხბურთელს 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

Top 10 Worst Crimes Committed By Footballers

 

მაიკ ალვარადო (კრივი) – ცნობილი ამერიკელი მოკრივის კარიერაც სკანდალებთანაა დაკავშირებული. მაიკ ალვარადო რამდენიმე მუხლით არის გასამართლებული. 2013 წელს ამერიკელი მოკრივე სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამავე პერიოდში, ამ მუხლს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და ავარიის მოწყობაც დაემატა. საერთო ჯამში ამერიკის სასამართლომ მაიკ ალვარადოს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საპატიმროს დატოვების შემდეგ 39 წლის მოკრივე აქტიურ სპორტს დაუბრუნდა.

 

Boxing News: Mike Alvarado: The Road Back » May 22, 2020

 

Del Fontaine | Murderpedia, the encyclopedia of murderers
დელ ფონტეინი

დელ ფონტეინი (კრივი) – დელ ფონტეინი საზოგადოების უმეტეს ნაწილს არ ემახსოვრება. კანადელი მოკრივე იმ პერიოდში ასპარეზობდა, როდესაც ბევრი ჩვენგანი დაბადებულიც არ იყო. ფონტეინი წარმოშობით კანადიდან იყო, თუმცა ადრეულ ასაკში საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა და ტურნირებზე გაერთიანებული სამეფოს სახელით ასპარეზობდა. პროფესიონალურ კრივში მან 102 ბრძოლა გამართა და 53-ში გაიმარჯვა. 1935 წელს ფონტეინი შეყვარებულის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

 

ნიკამ ყველა პირობა შექმნა, რომ მისი შვილის დედა ფინანსურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო - ადვოკატი
2020-05-25ნიკამ ყველა პირობა შექმნა, რომ მისი შვილის დედა ფინანსურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო - ადვოკატი

 

ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ფლოიდ მეივეზერი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ. თუმცა, დაუმარცხებელი ფლოიდის კარიერა ასევე სკანდალებთანაა დაკავშირებული. 2010 წელს მეივეზერი სამი თვით ციხეში აღმოჩნდა. მაშინ, გამოძიება აცხადებდა, რომ მოკრივე მის ცოლს, ჯოზი ჰარისს ბავშვების თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდა. ფლოიდის ცოლი ამბობდა, რომ მსგავსი ინციდენტი სულ ცოტა ექვსჯერ მაინც მოხდა. საგულისხმოა, რომ ჯოზი ჰარისი რამდენიმე თვის წინ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გაირკვა, მას ნარკოტიკთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები.

 

Inside Floyd Mayweather's 2012 prison sentence which lasted two ...

 

Ex-NFL player Phillips found dead in prison cell; suicide ...
ლოურენს ფილიპსი

ლოურენს ფილიპსი (ამერიკული ფეხბურთი) – ფილიპსი 90-იან წლებში NFL-ის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. თუმცა, მისი წარმატება დიდ კრიმინალურ სკანდალებთანაც ასოცირდებოდა. 2002 წელს ლოურენსს ამერიკული ფეხბურთის ყველა ვარსკვლავის მატჩშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. 1995 და 2005 წლებში ფილიპსი შეყვარებულზე თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა არაერთხელ დააკავეს. 2015 წელს კი ყოფილ დანაშაულის გამეორების გამო მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2016 წლის იანვარში ფილიპსმა ამერიკის ერთ-ერთ ციხეში თავი მოიკლა.

 

ხოსე კანსეკო (ბეისბოლი)კუბელი სპორტსმენი მრავალი წლის განმავლობაში ამერიკის ბეისბოლის ლიგის არაერთ კლუბში ასპარეზობდა. 1998 წელს კანსეკო საკუთარ ცოლზე თავდასხმის გამო დააპატიმრეს. საბოლოოდ ბეისბოლისტს 1-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. სასამართლოს დასრულების შემდეგ კი კარიერა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, „ტორონტო ბლუ ჯეისში“ განაგრძო.

 

Jose Canseco, Ex-Slugger, Steroid User, Appears in Court on Drug ...

 

ლესლი ჰილტონი (კრივი)იამაიკელი სპორტსმენი კრიკეტში დიდი წარმატებით გამოირჩეოდა. ჰილტონი იამაიკის ნაკრების ლიდერი იყო და საკუთარი ქვეყნის სახელით არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული. ჰილტონის კარიერას დაღი 1955 წელს დაესვა. სპორტსმენმა საეჭვო გარემოებაში საკუთარი ცოლი მოკლა, გასამართლების შემდეგ კი იამაკის ერთ-ერთ ციხეში ის სიკვდილით დასაჯეს.

 

west-indian-leslie-hylton-hanged-for-murder - Stress Buster

Exclusive: ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს
2020-05-25Exclusive: ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს
ავტორი: Prime Time

X