14:20 | 2021-12-15 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ცნობილი ჟურნალისტი კორონავირუსით გარდაიცვალა (საბერძნეთი)

ცნობილი ჟურნალისტი კორონავირუსით გარდაიცვალა (საბერძნეთი)

კორონავირუსს კიდევ ერთი ჟურნალისტი ემსხვერპლა. გიორგოს ტრაგა ​„სოტირიას“ საავადმყოფოს  რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

 

​საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 72 წლის ჟურნალისტი ვაქცინირებული არ იყო და სავალდებულო ვაქცინაციას მკაცრად აკრიტიკებდა.

 

კორონავირუსმა ჟურნალისტის ორგანიზმში ბევრი გართულება გამოიწვია. ინფიცირების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: „კოვიდთან ერთად ტანგოს ვცეკვავ.“ – წერდა ჟურნალისტი.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X