
ბათუმში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ემიგრანტების იმედის“ შოთო სიხარულიძის ცნობით, გარდაცვლილები თაზო გოგიტიძე და ზაალ თურმანიძე არიან. ზაალი 25 წლის იყო.
„ენით აუწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი… ასეთი ანგელოზები იმკვიდრებენ ადგილს ღვთის სასუფეველში. მოიხსენიეთ ლოცვებში თაზოს და ზაალის უკვდავი, ლამაზი სული“, – წერს სიხარულიძე.
ცნობისთვის, ავარიის შედეგად ასევე დაშავდა 2 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევა ბარცხანის დასახლებაში, ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ორი ადამიანი სასწრაფო დახმარებას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. ორი დაშავებული გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

დაგაინტერესებთ სხვა საინტერესო სიხალეები ⇓























