13:40 | 2020-04-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ცნობილია ინფიცირების ჯაჭვი – ვისთან ჰქონდა კონტაქტი გარდაცვლილ ქალს

ცნობილია ინფიცირების ჯაჭვი – ვისთან ჰქონდა კონტაქტი გარდაცვლილ ქალს

„ეს ქალბატონი არის კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იყვნენ და ასევე შემდგომ რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი იმ პირველი ინფიცირებულის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ინფიცირების განვითარების ჯაჭვი სრულად არის ცნობილი.

 

„ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია, როგორც ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახრჩის კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა, ეს ქალბატონი არის კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იყვნენ და ასევე შემდგომ რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი იმ პირველი ინფიცირებულის. ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად ცნობილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X