
მთავრობამ საარჩევნო კომისიებში დასაქმების შემთხვევაში უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის საკითხი დაადგინა.
როგორც მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული ადამიანები, დარიცხული ხელფასის მიუხედავად უმუშევრობის კომპენსაციას მაინც მიიღებენ.
„კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ:
ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;
ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა,“- აღნიშნულია მთავრობის 13 ოქტომბრის დადგენილებაში.























