13:46 | 2020-04-16 ავტორი: Prime Time

ცნობილია მიზეზი, რატომ არ ჩაატარა პატრიარქმა ფეხთბანვის ტრადიციული რიტუალი

ცნობილია მიზეზი, რატომ არ ჩაატარა პატრიარქმა ფეხთბანვის ტრადიციული რიტუალი

დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია.

 

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა, თუმცა ილია II-ს ფეხთბანვის ტრადიციული რიტუალი არ ჩაუტარებია.

 

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განმარტა, თუ რატომ დაირღვა ტრადიცია:

 

„რომ არ ჩატარდა რამდენს ნერვიულობთ და რომ ჩტარებულიყო რას იზამდით… პატრიარქი თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. მე ყოველდღე ვარ პატრიარქთან, ის სულიერადაც და ფიზიკურადაც კარგად არის.

 

ფეხთბანვის რიტუალი არ ჩატარდა, რადგან ადამიანები მშვიდად იყვნენ. ჩვენ თქვენს აზრსაც, ურწმუნო საზოგადოების აზრსაც ვითვალისწინებთ“, – უთხრა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

ავტორი: Prime Time

X