14:51 | 2021-06-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ცნობილია მიზეზი, რის გამოც ნახევარ საქართველოს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ცნობილია მიზეზი, რის გამოც ნახევარ საქართველოს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

 

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X