
იმის გამო, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციური ვერსია ლონდონსა და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ შემოგარენში გავრცელდა, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისაკენ ფრენები შეზღუდა ან სრულად აკრძალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის 40-მა ქვეყანამ, ინგლისში მოგზაურობასთან დაკავშირებით (ზოგ შემთხვევაში, იმ სახელმწიფოებთანაც, რომლებშიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით ვირუსის ახალი სახეობის დადგენის შემთხვევები აღირიცხა. მაგ: დანია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა) შეზღუდვები დაწესდა.
სახელმწიფო ტერიტორიები, რომლებიც დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლას სრულად კრძალავენ არიან: არგენტინა, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, სალვადორი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, გრენადა, ჰონგ-კონგი, ინდოეთი, ირანი, ისრაელი, იტალია, იორდანია, ქუვეითი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოროკო, ნიდერლანდები, ჩრდ. მაკედონია, ომანი, პაკისტანი, პერუ, პოლონეთი, ირლანდიის რესპუბლიკა, რუსეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტუნისი და თურქეთი. ხოლო, ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ზღუდავენ მიმოსვლას: ეკვადორი, საბერძნეთი, მავრიკი, პარაგვაი და პორტუგალია არიან.
შეგახსენებთ, რომ პირველად, ვირუსის მუტაცია სექტემბრის თვეში, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა. ჯერჯერობით, ვირუსის ამ სახეზე მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჩვეულებრივი კორონავირუსი. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რამდენად სახიფათოა იგი Covid – 19-თან შედარებით, ამ დროისთვის უცნობია.






















