
„იმუნიზაციის საბჭოზე დღეს გადაწყდა: 18 წლიდან ნებისმიერი ვაქცინით აცრილს პირს ეკუთვნის ბუსტერი (ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი) 6 თვის შემდეგ“,- აცხადებს ალერგოლოგ, იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
„12-15 წლის ასაკში უნივერსალური ვაქცინაცია. 60 წლის ასაკი ზემოთ სინოფარმი/სინოვაკი ბუსტერი დამატება შესაძლებელი იქნება 3 თვის შემდეგ. აიცერი და დაიცავი შენი და სხვისი სიცოცხლე!“
➤ პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით შეუძლია, გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა “ბუსტერ” დოზისთვის ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა.
➤ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზით “ბუსტერ” დოზა.
➤ „ფაიზერის“ დოზით ვაქცინირებული პირებისთვის რეკომენდებულია ისევ მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება”
➤ 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, “ბუსტერ” დოზის გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























