20:49 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

ცნობილია, რა რეკომენდაცია გასცა კონსილიუმმა სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით 

ცნობილია, რა რეკომენდაცია გასცა კონსილიუმმა სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი პროფილაქტიკური მიზნებით ჰოსპიტალში გადაიყვანონ.

 

„დავაყენეთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. დამთავრდა, ყველაფერი განვიხილეთ, რეკომენდაცია გავეცით. ეს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ ვინაიდან, გართულების ალბათობა მაღალია, იმისთვის რომ თავი დავიზღვიოთ რეკომენდაცია გავეცით, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. ეს საათების საკითხი არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს“,- განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X