
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან დაკარგული და სამი დღის წინ ნაპოვნი არასრულწლოვნის მამა და კლასელები ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
17 წლის მარიამ ბურჭულაძის მამა “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველების ინტერესის ობიექტი სავარაუდოდ,მას შემდეგ გახდა, რაც ჩვენებაში 17 წლის ბავშვმა თქვა, რომ მამა მასზე სისტემატურად ძალადობდა.
გოგონას ოჯახი – დედა და ბიძა მამის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ამ დროისთვის მიმღებ ოჯახშია გადაყვანილი.






















