12:34 | 2021-02-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ცნობილია, როდის ჩამოასვენებენ ზურა დოიჯაშვილს საქართველოში

ცნობილია, როდის ჩამოასვენებენ ზურა დოიჯაშვილს საქართველოში

მომღერალი ნუგზარ კვაშალი ზურაბ დოიჯაშვილის ჩამოსვენებასთნ დაკავშირებით „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. მისი თქმით, მომღერალს სამშობლოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ.

 

„ფრენები არ არის, ისრაელი დაკეტილია. 22 თებერვალს თელავივი-ფრანკფურტი-თბილისის რეისია, რომლითაც ზურას ჩამოასვენებენ. თუმცა, განიხილება 19 თებერვალიც. შესაძლოა, დამატებითი რეისი დაინიშნოს. ეს გადაწყვეტილი არ არის“, – ამბობს კვაშალი.

ზურა დოიჯაშვილი და თემურ წიკლაური ერთად - ემოციური კადრები
2021-02-15ზურა დოიჯაშვილი და თემურ წიკლაური ერთად - ემოციური კადრები

 

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე ავადმყოფობისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

 

ის ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

 

გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X