22:28 | 2021-02-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ცნობილია, როდის გახდება შესაძლებელი 5 ქალაქის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა

ცნობილია, როდის გახდება შესაძლებელი 5 ქალაქის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა

დასავლეთ საქართველოს ქალაქებს შორის მალე მატარებლით მიმოსვლა გადაადგილების შეზღუდვის საათების გათვალისწინებით ახალი განრიგით აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

 

მატარებლით მგზავრობას ზუგდიდის, ფოთის, ბათუმის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებით შეძლებენ. თბილისსა და ამ ქალაქებს შორის ორ დღეში მიმოსვლა აღდგება.

 

უსაფრთხოების ნორმების შესახებ მგზავრებისთვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია.

 

მგზავრებს მატარებელში ჩასხდომამდე დეზობარიერის გავლა მოუწევთ. სავალდებულოა მგზავრობის დროს, პირბადის ტარება და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X