17:27 | 2020-05-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

ცნობილია, როდის შეხვდა ბოლოს პესკოვი ვლადიმერ პუტინს

ცნობილია, როდის შეხვდა ბოლოს პესკოვი ვლადიმერ პუტინს

ცნობილია, როდის შეხვდა ბოლოს პესკოვი ვლადიმერ პუტინს. როგორც ცნობილია, მან რუსეთის პრეზიდენტი ბოლოს 30 აპრილს ნახა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

ჟურნალისტები კრემლიდან იუწყებიან, რომ პესკოვი ბოლოს საზოგადოებაში 30 აპრილს ნახეს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.

 

ამასთან, უცნობია, იყვნენ თუ არა ისინი ერთ ოთახში, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში პუტინს ონლაინშეხვედრები ჰქონდა.

 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

როგორც ცნობილია, ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა.

 

ასევე ნახეთჰქონდა თუ არა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პრემიერ-მინისტრს კონტაქტი პუტინთან

ავტორი: თეონა ყაჭიური

X