13:03 | 2020-09-07 ავტორი: Prime Time

ცნობილია, რომელ წყაროს მიეკუთვნება კორონავირუსის ახალი 34 შემთხვევა

ცნობილია, რომელ წყაროს მიეკუთვნება კორონავირუსის ახალი 34 შემთხვევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომელ წყაროს მიეკუთვნება დღეს დადასტურებული 34 შემთხვევა.

 

როგორც იგი განამრტავს, ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში სულ 342 ინფიცირებული მკურნალობს.

 

„6 არის დონას კლასტერი, 15-ის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 9 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი.

 

ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 342 კოვიდინფიცირებული. აქედან სამი არის კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი“,- განამრტავს ეზუგბაია.

 

კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთას დღეს ჩაუტარებენ 
2020-09-07კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთას დღეს ჩაუტარებენ 

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 34 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1684-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1315 ადამიანი.

ავტორი: Prime Time

X